Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უმრავლესობის წევრები, რომლებმაც უზენაეს სასამართლოზე კობახიძის პროექტს მხარი არ დაუჭირეს

20 მარტი, 2019 18:13

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტის წინააღმდეგ 31-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

31 დეპუტატს შორის, ვინც კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა, 13 „ევროპული საქართველოს“ წევრია, 4 „ნაციონალური მოძრაობის“, 7 უფრაქციო, 4 დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“, ხოლო 3 უმრავლესობიდან იყო.

უმრავლესობის წევრებიდან კობახიძის კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ და ლევან კობერიძემ მისცეს.

უმრავლესობის 8 წევრი კანონპროექტის განხილვას ესწრებოდა, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია: ირაკლი აბუსერიძეს, გოგა გულორდავას, გოჩა ენუქიძეს, ედიშერ თოლორაიას, კობა კობალაძეს, სავალან მირზოევს, გოჩა ჩანქსელიანს და ირაკლი ხახუბიას ხმა არც უმრავლესობის კანონპროექტის სასარგებლოდ და არც მის წინააღმდეგ არ მიუცია.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს შესახებ კობახიძის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^