Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლურსმანაშვილი წულუკიანს: როგორ ახერხებთ ყოველთვის გამარჯვებას ოპოზიციასთან ბრძოლაში?

20 მარტი, 2019 18:50

როგორ ახერხებთ, რომ მათთან [ოპოზიციასთან] ბრძოლიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოდიხართ? - ამ შეკითხვით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს „ქართული ოცნების" დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა მიმართა. 

მისი თქმით, წულუკიანი ოპოზიციისგან ხშირად ხდება „უსაფუძვლო თავდასხმების" ობიექტი. 

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, როგორ ახერხებს მინისტრი, ყოველთვის გაუღიმოს ოპოზიციას. 

„როგორ ახერხებთ მათთან ბრძოლიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოხვიდეთ და გაუღიმოთ ისედაც შოკში მყოფ წინა რიგებში მსხდომ ჩვენს ოპონენტებს, განსაკუთრებით კი რომან გოცირიძე „მეკუპონეს"?!" - თქვა დეპუტატმა. 

მსგავსი პათოსის შეკითხვებით 2018 წლის ივნისში თეა წულუკიანს პარლამენტში „ქართული ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა მიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, იგი დაინტერესდა, თუ როგორ მოახერხა მან, რომ „ადამიანის უფლებები აყვანილია აბსოლუტურად სხვა რანგში?"

ვიდეო ►ზარდიაშვილი წულუკიანს - როგორ მოახერხეთ, რომ ადამიანის უფლებები აყვანილია სხვა რანგში

„როგორ მოახერხეთ, ქალბატონო თეა, რომ“ - ნატა ფერაძე Facebook-ზე „ქარდებს" ავრცელებს

გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდნენ უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ, მსგავსი ტიპის რიტორიკული შეკთხვებით დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ანრი ოხანაშვილს მიმართა. 

„რატომ გსურთ სასამართლოში მაღალი დონის პროფესიონალები?!" - ჰკითხა მათიკაშვილმა დეპუტატს.

რატომ გსურთ სასამართლოში მაღალი დონის პროფესიონალები?! - მათიკაშვილის შეკითხვები ოხანაშვილს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^