Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალბატონი თინა ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ლამაზი ქალია - წულუკიანი

20 მარტი, 2019 22:05

„მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია“, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებტან განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც შეეხებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებას პარლამენტში, სადაც ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მინისტრი წულუკიანი ფლობს ინფორმაციას ივანიშვილისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“  საკითხებზე, რომლითაც ის ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს. 

წულუკიანის თქმით, ბოკუჩავას განცხადებები არის მისი ინტერპრეტაცია და ეს მას იმისთვის სჭირდება, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. 

„ეს არის მისი ინტერპრეტაციები და მას სჭირდება, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. და აკეთებს ამ განცხადებებს და ჩემგან რა არის მოთხოვნილი, რომ მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარები,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს თინა ბოკუჩავამ პარლამენტში წულუკიანს მიმართა და თქვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს. 

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ ნომინალურ პრემიერს მამუკა ბახტაძეს თქვენ არ დააშანტაჟებდით, თქვენ აშანტაჟებდით ბიძინა ივანიშვილს და მაღალი ალბათობით თქვენ ფლობთ ინფორმაციას რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის რეჟიმის გავლენის შესანარჩუნებლად. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ დააშანტაჟოთ ქვეყნის მთავარი მმართველი იმიტომ რომ ფლობთ ინფორმაციას მათ შორის იმაზე თუ როგორ გაიყვანა თქვენმა დანიშნულმა ბოტასების ქურდმა ფარცხალაძემ საკნიდან ვანო მერაბიშვილი.

თქვენ ფლობთ ინფორმაციას იმაზე თუ როგორ გაიტაცეს ქართულმა სპეცსამსახურებმა თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. ფლობთ ინფორმაციას  მათ შორის შესაძლოა ეროსი კიწმარიშვილის ძალიან ბუნდოვან გარემოებებში გარდაცვალებასთან დაკავშირებით“,-თქვა ბოკუჩავამ პარლამენტში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^