Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

21 მარტი, 2019 11:24

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით დღეს პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ.

“მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტმა განსაკუთრებული საჯარო ინტერესი გამოიწვია, მათ შორის საჯაროდ გაჟღერდა საქართველოს პარლამენტის წევრების სურვილი საკითხის საპარლამენტო ფორმატში განხილვის თაობაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, უახლოეს სასესიო კვირაში მომისმინოთ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესახებ”, - ნათქვამია ცქიტიშვილის მიერ ირაკლი კობახიძისათვის გაგზავნილ წერილში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^