Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევროპული საქართველო" და „თავისუფალი დემოკრატები" ბლოკს ქმნიან

21 მარტი, 2019 12:14

„ევროპული საქართველო" და „თავისუფალი დემოკრატები" საარჩევნო ბლოკს ქმნიან. ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა დღეს განაცხადეს. ამ ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში  „თავისუფალი დემოკრატების"  თავმჯდომარე  შალვა შავგულიძე იქნება. 

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური წარსულისა, დღეს პარტიებს საერთო მიზანი აქვთ. 

„ჩვენ უნდა დავძლიოთ ის კონიუნქტურა, რომელიც დამკვიდრებულია ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა დავძლიოთ მტრობა და ვისწავლოთ ცივილიზებული ურთიერთობა. საქართველოს მომავალი არის ნდობაში, ურთიერთგაგებასა და შეთანხმებაში. 

დიახ სხვადასხვა წარსული გვაქვს. ჩვენ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვიყავით, მაგრამ ახლა უნდა ვიყუროთ წინ. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს - საქართველო იყოს ევროპული დემოკრატიული ქვეყანა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებული, სადაც კანონის უზენაესობა იქნება გარანტირებული, სასამართლო იქნება თავისუფალი და სიტყვის თავისუფლება გარანტირებული," - განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

შალვა შავგულიძე ორმა პარტიამ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა

შავგულიძე: არ მოვიქეცი სწორად, ქორწინების განსაზღვრისთვის მხარი არ უნდა დამეჭირა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^