Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დედაქალაქის სახელის შეცვლამ ყაზახეთში პროტესტი გამოიწვია, დაკავებულია ოცამდე ადამიანი

21 მარტი, 2019 14:15

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ყაზახეთის პოლიციამ 20-მდე ადამიანი დააკავა. მოქალაქეები მერიის წინ დედაქალაქისთვის სახელის გადარქმევას აპროტესტებდნენ. 

ქალაქის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ქალაქს ბოლო 60 წლის განმავლობაში 4-ჯერ შეეცვალა სახელი. მოქალაქეები აღნიშნულს მლიქვნელობას უწოდებენ. გადაწყვეტილების წინააღმდეგ შექმნილ პეტიციას 30 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

გუშინ, 20 მარტს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას სახელი ოფიციალურად შეეცვალა და ყოფილი პრეზიდენტის, სურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად „ნურსულთანი“ ეწოდა. 

ნურსულთან ნაზარბაევმა თითქმის 30-წლიანი მმართველობის შემდეგ მოულოდნელად განაცხადა თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ის ყაზახეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის პირველი პრეზიდენტია.

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ნურსულთან ნაზარბაევის თანამდებობიდან წასვლის მეორე დღეს ინიციატივა წამოაყენა, რომ ქვეყნის დედაქალაქს ასტანას ექსპრეზიდენტის სახელი ეწოდოს.

„ჩემი ინიციატივაა, რომ დედაქალაქ ასტანას პირველი პრეზიდენტის პატივსაცემად სახელი გადავარქვათ“, - თქვა ტოკაევმა, რომელსაც სურს ასტანას „ნურსულთანი“ დაერქვას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივლისი
23 ივლისი

მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იუსტიციის ...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა საქართველოში იმდენად საოცნებო აღმოჩნდა, რომ მისი დაკავებისთვის თანამდებობები ეთმ ...
23 ივლისი
23 ივლისი

აღსრულდა თუ არა ნაჩქარევად სტრასბურგის გ ...

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებას  და მასზე თანდართულ განმარტებით დოკუმენტებს ...
22 ივლისი
22 ივლისი

ოქრუაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას არას ...

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ...
^