Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენ მოვყევით დიდ ქარცეცხლში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან - ხაზარაძე

21 მარტი, 2019 16:24

„თიბისის ბანკის“ დამფუძნებელმა და აქციონერმა, მამუკა ხაზარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მისი ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში ბანკებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ენა გამოინახება.

მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მოთხოვნები არა კონსორციუმს, არამედ ინვესტორ ბანკებს ეკუთვნით.

„როგორც უკვე განვაცხადეთ, დაფინანსებაზე სრული პაკეტი შეკრულია, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელიც ჩვენი კრედიტორების 8 პუნქტთან დაკავშირებულ მოთხოვნას ეხება. სახელმწიფო უკვე საქმის კურსშია. ერთი შეხვედრა იყო ერთი თვის წინ, ზუსტად ერთი კვირის წინ ოთხმა ინვესტორმა ბანკმა მთავრობას წერილობით ფორმაში მიაწოდა ამ რვა პუნქტის შესახებ თავისი მოსაზრება. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კონსორციუმი არაფერს არ ითხოვს. ჩვენ 70 მლნ დოლარის ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, ჩვენი ჯგუფის და იმ აქციონერების მხრიდან, რომლებმაც კონსორციუმი დააფუძნეს, თანხა მობილიზებულია. ლაპარაკია 400 მლნ დოლარზე, იმ ბანკების მხრიდან, რომელთა შორისაც არიან: EBRD, ADB, AIIB და OPIC. მათ აქვთ თავიანთი მოთხოვნები, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს.

ჩვენ მოვყევით დიდ ქარცეცხლში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან. მე არ მინდა, შევაწუხო საზოგადოება ჩვენი ისტორიებით”, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^