Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ დეკრიმინალიზაციის კანონპროექტზე შეჯერებას დიდი ხანი დასჭირდება, ამნისტიის საკითხს დავაყენებდი - კობერიძე წულუკიანს

21 მარტი, 2019 18:53

უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენდნენ, წულუკიანს უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის განხილვის გაგრძელებისკენ მოუწოდა. 

მისი თქმით, თუკი გამოჩნდება, რომ კიდევ არის ისეთი საკითხები, რომელზე შეჯერებასაც დიდი ხანი დასჭირდება, მაშინ ის დააყენებდა საკითხს ერთჯერად ამნისტიაზე, იმ მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც პირადი მოხმარების მიზნით გარკვეული ოდენობების ფლობისთვის არიან ციხეში.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვალი, რომელიც გვაქვს დარჩენილი ყველას, რომ დეკრიმინილაზაციის საკითხზე მსჯელობა უნდა გავაგრძელოთ, იგივენაირად წარმატებით მოხდება უწყებათაშორის ფორმატში, რომელსაც თქვენ უძღვებოდით და ისევ მაქვს იმედი, რომ ამ ფორმატში ძალიან ოპერატიულად წარიმართება ეს მსჯელობა. გთხოვდით, რომ ამაზე თქვენი მოსაზრება ახლა, ან შემდგომ სპეციალური შეხვედრით დავაფიქსიროთ და გავაჟღეროთ, რადგან თუ დავინახავთ, რომ რაიმე კიდევ არის საკითხები, რომელზე შეჯერებასაც დიდი ხანი დასჭირდება, მაშინ მე დავაყენებდი საკითხს თუნდაც ერთჯერადი ამნისტიის განხილვასთან დაკავშირებით იმ მსჯავრდებულებთან მიმართებით, რომლებიც პირადი მოხმარების მიზნით გარკვეულ რაოდენობებზე არიან დაკავებულები“, - მიმართა ლევან კობერიძემ თეა წულუკიანს.

დეკრიმინალიზაციის კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელებისკენ მინისტრს ჯანდაცვის კომიტეტის თანმჯდომარემ აკაკი ზოიძემაც მოუწოდა.

„გვრჩება სულ რამდენიმე საკითხი, რომელიც შეიძლება იყოს ჯერ კიდევ დავის საგანი, რომ იქნებ შევაჯეროთ ეს საკითხებიც შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, რომ ჩვენ განვაახლოთ იურიდიულ კომიტეტზე მსჯელობა, დასასრულებელია ამ კომიტეტზე მოსმენა და შესაბამისი გადაწწყვეტილებაა მისაღები", - განაცხადა ზოიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^