Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია სოციალურ მუშაკთა გაფიცვას მხარს უჭერს

21 მარტი, 2019 18:48

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარს უჭერს სოციალურ მუშაკთა გაფიცვას და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობებისთვის რეალური რეფორმების დაწყებას.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წლებია, სოციალური დაცვის მიმართულებით რეალური რეფორმები არ გატარებულა, შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის ხარისხი და ეფექტიანობა, დიდი ხანია, პრობლემად რჩება.

რა მოთხოვნები აქვთ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც იფიცებიან

საია ასახელებს ძირითადი პრობლემებს, რომლის წინაშეც დღეს სოციალური მუშაკები დგანან:

- სოციალური მუშაკების რაოდენობა - სოციალური მომსახურების სერვის ცენტრებში დასაქმებულია თანამშრომლების არასაკმარისი რაოდენობა, რის გამოც, სოციალური მუშაკები ვერ ახერხებენ ეფექტურად განახორციელონ საკუთარი საქმიანობა;

- სამუშაო გარემო და პირობები - სოციალური მომსახურების ცენტრებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, სოციალური მუშაკები არასათანადო პირობებში მუშაობენ. განსაკუთრებით პრობლემატურია ბენეფიციარებისთვის  ინდივიდულური გასაუბრების ოთახების არარსებობა, რაც განაპირობებს მათი პერსონალური ინფორმაციისა და კონფიდენციალობის დარღვევას. არსებული გარემო ღირსებისშემლახავია როგორც სოციალური მუშაკებისთვის, ასევე ბენეფიციარებისთვის.

- აუნაზღაურებელი ტრანსპორტირება - გასვლითი ვიზიტები არ ანაზღაურდება სახელმწიფო ან სხვა ბიუჯეტიდან, რის გამოც სოციალური მუშაკები ტრანსპორტირებისთვის პირად თანხებს ხარჯავენ.

- ფიზიკური უსაფრთხოება - სამუშაოს სპეფიციკიდან გამომდინარე, ხშირად, სოციალური მუშაკები დგანან ფიზიკური საფრთხის წინაშე. იმის მიუხედავად, რომ სოციალური მომსახურების ცენტრები საჯარო დაწესებულებაა, არ არსებობს მათი უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები.

სოციალური სამსახურის სისტემური პრობლემები და სოციალური მუშაკების საგანგაშო სამუშაო პირობები უარყოფითად მოქმედებს არამხოლოდ სოციალური მუშაკების უფლებრივ მდგომარეობაზე, არამედ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ქვეყანაში დაუცველი ჯგუფების მიერ სოციალური სერვისების სწრაფად და ხარისხიანად სარგებლობის მხრივ.

საია უერთდება სოციალური მუშაკების მოთხოვნებს და მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: 

- სამინისტროს ბაზაზე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებულნი იქნებიან პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, პროფესიული თემი, სფეროს ექსპერტები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავების პროცესში;

- გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაიაზრონ სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის მანდატი, სოციალური მუშაკების როლი ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში და შესაბამისად განისაზღვროს მათი პასუხისმგებლობები, შემუშავდეს და გაუმჯობესდეს სამუშაო ინსტრუმენტები, მეთოდები და მომსახურებები;

- მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში მომუშავე სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილნი იყვნენ პროფესიული გაძლიერების/მხარდაჭერისა და სუპერვიზიის გამართული მექანიზმებით;

- გაიმართოს ბავშვებთან მომუშავე უწყებების კოორდინაციის მექანიზმი ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიკაციის, რეაგირებისა და მონიტორინგის პროცესში;

- დაუყოვნებლივ გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა, განისაზღვროს მათი სამუშაო დატვირთვა და გაუმჯობესდეს მათი სამუშაო გარემო და პირობები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აპრილი
23 აპრილი

არ გამოვრიცხავ, დაბინძურება ყოფილი სამხე ...

საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშ ...
23 აპრილი
23 აპრილი

კალაძე ჰესების შესახებ: წყლის დიდი რესურ ...

„რაც ვნახეთ, კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერს ცდება. არავის ეპატიება პოლიციის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედე ...
23 აპრილი
23 აპრილი

კალაძე ჟურნალისტს ლევან ჯიბღაშვილის დაკა ...

„დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული", – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე უპასუხა უთ ...
^