Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახანძრო უსაფრთხოების ნორმები 226 ობიექტიდან მხოლოდ ერთში იყო დაცული - აუდიტის ანგარიში

21 მარტი, 2019 23:32

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში შემოწმებული 226 ობიექტიდან მხოლოდ ერთში არ აღმოჩნდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები დარღვეული და არ გაიცა რეკომენდაცია. ხოლო, ამავე პერიოდში ჩატარებული საკონტროლო შემოწმებების მიხედვით, წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების 100% შესრულებული იყო მხოლოდ ობიექტების 18%-ში.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ასევე 2017 წელს და 2018 წლის პირველ ნახევარში სათანადოდ არ იქნა გამოყენებული ობიექტების დაჯარიმების და შენობა-ნაგებობების, საწარმოო უბნის, სათავსოს ექსპლუატაციის ან სამუშაოს ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება.

როგორც აუდიტი წერს, 2018 წლის პირველ ნახევარში დაჯარიმებული ობიექტების 21%-ს ჯარიმები არ ჰქონდა გადახდილი.რაც უკავშირდება იმას,  რომ სახანძრო უსაფრთოხების სამსახურს არ აქვს დანერგილი ჯარიმების გადახდის კონტროლის მექანიზმები.

აუდიტის მიხედვით, 2018 წელს განხორციელდა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც გაიზარდა სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სია, თანაც ინსპექტორების რაოდენობა 201-დან 32-მდე შემცირდა.

„2018  წლის  რეფორმის  შედეგად ზედამხედველობას  დაქვემდებარებული  ობიექტების  სიის ზრდისა და ინსპექტორების რაოდენობის შემცირების საპასუხოდ, სამსახურს არ აქვს შემუშავებული ობიექტების შერჩევის კრიტერიუმები, შესაბამისი მეთოდოლოგია და ინსპექტორების ობიექტებზე განაწილების ახალი სისტემა. ამასთანავე, ხანძრების და შემოწმებების სტატისტიკა ვერ უზრუნველყოფს რისკიანი ობიექტების გამოვლენას“, - ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის რეკომენდაციით:

სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სრულად აღრიცხვის მიზნით, სამსახურმა სხვა სახელმწიფო უწყებებთან (მაგალითად, შემოსავლების სამსახური) თანამშრომლობით სისტემურად უზრუნველყოს ობიექტების სიის დაზუსტება;

სახანძრო-ტექნიკური შემოწმებების ოპტიმალურად განხორციელების მიზნით, სამსახურმა უზრუნველყოს შემოწმებების სათანადოდ დაგეგმვა, რისთვისაც აუცილებელია შემუშავდეს შესამოწმებელი ობიექტების შერჩევის კრიტერიუმები, მეთოდოლოგია და ინსპექტორების ობიექტებზე განაწილების სისტემა;

ობიექტის სახანძრო-ტექნიკური შემოწმების შედეგად, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების ყველა მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, საჭიროა სამსახურმა:

მეთოდოლოგიურად გამართოს სახანძრო-ტექნიკური შემოწმების პროცესი, მათ შორის, შეიმუშაოს ერთიანი სტანდარტი და შემოწმების პროცესში ინსპექტორების მიერ შესავსები ფორმა;

შეიმუშაოს ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლების პოლიტიკა და ტრენინგების მოდული;

დანერგოს ინსპექტორების საქმიანობის ხარისხის კონტროლის სათანადო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გაცემული რეკომენდაციების სისრულისა და ხარისხის შემოწმებას;

ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სანქცირების სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის, სამსახურმა შეიმუშაოს სათანადო კონტროლის მექანიზმი, რომლის მეშვეობით, კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმდება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების მქონე ყველა ობიექტი და მოხდება ჯარიმების ამოღება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^