Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გირჩის" კანდიდატი მხარდამჭერებს მოუწოდებს, მთაწმინდაზე მასობრივად გადაეწერონ

22 მარტი, 2019 11:21

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე „გირჩის" მაჟორიტარმა კანდიდატმა, ჰერმან საბომ დღეს გამართულ ბრიფინგზე მხარდამჭერების მობილიზების მეთოდზე ისაუბრა. 

ჰერმან საბო „გირჩის" მთაწმინდელ მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ პარტიას გამოეხმაურონ და მთელი ქვეყნის მასშტაბით „გირჩის" მხარდამჭერებს მათთან მასობრივად გადაწერის საშუალება მისცენ.

ხოლო მხარდამჭერებს, რომლებიც მთაწმინდაზე არ ცხოვრობენ, საბო სთხოვს, გამოეხმაურონ და მთაწმინდაზე ამ ხალხთან გადაეწერონ. 

ბევრი ადამიანის ჩაწერის გამო ბინების მფლობელებს გაბერილი კომუნალური გადასახადის გადახდა, რომ არ მოუწიოთ, „გირჩი" საკუთარ თავზე იღებს აღნიშნულ მისამართებზე იმ კომუნალური გადასახადის გადახდას, რომელსაც სულადობით ითვლიან (წყლის და დასუფთავების გასდასახადის).

გარდა ამისა, როგორც ჰერმან საბომ თქვა, ყველას, ვინც ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას, დაერიცხება „გირჩის" ციფრული ვალუტა. 

„ამ არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი გვაქვს. ჩემზე უკეთეს კანდიდატს ჯერჯერობით ვერ ვხედავ", - აღნიშნავს საბო.

კანდიდატის განმარტებით, პარტიამ ცესკოში გაარკვია და მოქალაქეებს მარტივად შეუძლიათ ერთი რაიონიდან მეორეში გადაწერა. 

„საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება კონსტიტუციითაც არის დაცული", - ამბობს ჰერმან საბო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^