Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყოფილ მეუღლეზე ძალადობასა და ფულის გამოძალვაში ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა

22 მარტი, 2019 12:08

ყოფილ ცოლზე ძალადობასა და ფულის გამოძალვაში ბრალდებულს სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 დეკემბრიდან 2018 წლის 14 ივნისამდე თ.ჯ. ყოფილ მეუღლეს თ.ლ-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის მაისში თ.ჯ-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით თ.ლ.-ს მიმართ ფიზიკურ ძალადობას მიმართა. 

სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა რომ, 2018 წლის პირველი ივნისიდან 14 ივნისამდე, თ.ჯ. ყოფილ მეუღლეს  3 000 ლარს სთხოვდა,  წინააღმდეგ შემთხვევაში კი თ.ლ.-ს, ასევე დაზარალებულის ძმის და მამის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. თ.ლ-მ მუქარის შიშით 2018 წლის 14 ივნისს თ.ჯ-ს  მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 500 ლარი გადასცა.  

სამართალდამცველებმა თ.ჯ. 2018 წლის 14 ივნისს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) და 181-ე მუხლის პირველი  ნაწილით (გამოძალვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების  სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^