Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველო შეიქმნა

22 მარტი, 2019 13:10

საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს ახალი ფუნქცია დაემატა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო, საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის ახალ სამმართველოდ  ჩამოყალიბდა. 

„აღნიშნული დაპირება მიხეილ ბატიაშვილმა უცხოეთში მყოფ ქართველებს ცოტა ხნის წინ, საქართველს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიაში ვიზიტის დროს მისცა. მინისტრმა უცხოეთში მყოფ ქართველებს მიმართა, რომ ისინი ქვეყნის ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან და სწორედ მათთვის, სამინისტროში დიასპორის სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ორიენტირებული იქნება მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მათ საჭიროებებზე.

საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველო, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერებას, ასევე უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობას. საზღვარგარეთის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის კოორდინაციას, სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო დოკუმენტების - შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამების და ა.შ. დოკუმენტების მომზადებას, საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებში, სიმპოზიუმებსა და შეხვედრებში სამინისტროს მონაწილეობას, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაციასა და ა. შ. სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებაში ხელშეწყობას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივლისი
23 ივლისი

მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იუსტიციის ...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა საქართველოში იმდენად საოცნებო აღმოჩნდა, რომ მისი დაკავებისთვის თანამდებობები ეთმ ...
23 ივლისი
23 ივლისი

აღსრულდა თუ არა ნაჩქარევად სტრასბურგის გ ...

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებას  და მასზე თანდართულ განმარტებით დოკუმენტებს ...
22 ივლისი
22 ივლისი

ოქრუაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას არას ...

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ...
^