Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„წადით“ - ლენტეხში „ხელედურა ჰესის“ წინააღმდეგ აქციაზე სუბარს და ჯაფარიძეს შეძახილებით შეხვდნენ

22 მარტი, 2019 14:17

ლენტეხში „ხელედურა ჰესის“ წინააღმდეგ აქციაზე პრემიერის მრჩეველს რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარსა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს მოსახლეობა შეძახილებით შეხვდა. 

„წადით! წადით! “-  ამ შეძახილებით მოსახლეობა სოზარ სუბარს და ვიქტორ ჯაფარიძეს აქციის დატოვებას სთხოვდნენ. 

აქციის ამსახველ ვიდეოს მთის ამბები ავრცელებს. მოსახლეობა  ამბობს, რომ იმ ხნის განმავლობაში, რაც „ხელედურა ჰესის“ შესახებ მიდის საუბარი, მთავრობიდან არავის არაფერი არ გაუკეთებია და ახლა არ აქვთ უფლება, მათ აქციაზე მივიდნენ. 

დღეს ლენტეხში „ხელედურა ჰესის“ გზშ-ს განხილვა უნდა გამართულიყო. მოსახლეობა გზშ-ს განხილვის წინააღმდეგი იყო და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ჰესის მშენებლობა აპროტესტებენ. 

ჰესის შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდ. ხელედულაზე 50.77 მგ/ვტ დადგმული სიმძლავრის „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობა იგეგმება.

გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს არა რეგულირებადი (წყალსაცავის გარეშე), მდ. ხელედულასა და მდ. დევაშის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ერთსაფეხურიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციას. საპროექტო სქემის მიხედვით, მდ. ხელედულაზე მოეწყობა დაბალზღურბლიანი კაშხალი, საიდანაც უდაწნეო გვირაბის საშუალებით მდ. დევაშის ხეობაში წყლის გადაგდება მოხდება.

საპროექტო ჰესის ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება იქნება 254.934 გვტ/სთ. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას ეკისრება ვალდებულება, გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში (ძირითადად ზამთრის თვეები) რეალიზებული იქნას ადგილობრივ ბაზარზე. პროექტს შპს „ხელედულა ენერჯი“ ახორციელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აპრილი
23 აპრილი

არ გამოვრიცხავ, დაბინძურება ყოფილი სამხე ...

საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშ ...
23 აპრილი
23 აპრილი

კალაძე ჰესების შესახებ: წყლის დიდი რესურ ...

„რაც ვნახეთ, კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერს ცდება. არავის ეპატიება პოლიციის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედე ...
23 აპრილი
23 აპრილი

კალაძე ჟურნალისტს ლევან ჯიბღაშვილის დაკა ...

„დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული", – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე უპასუხა უთ ...
^