Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ბახტაძე: დანაშაული არ გაზრდილა, გაუმჯობესდა აღრიცხვიანობა

22 მარტი, 2019 14:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში დანაშაული არ გაზრდილა, ხოლო სტატისტიკის მატება უკეთესმა აღრიცხვამ გამოიწვია.

„ჩვენ დავიწყეთ ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობდა თანმიმდევრულად, მათ შორის, ყველა იმ უწყებაში, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციაზე, გამოძიებაზე, მასზე ზედამხედველობასა და სასჯელის აღსრულებაზე.

მათ შორის, ზოგადად, შეიცვალა მიდგომა სტატისტიკის აღრიცხვის მიმართ და მიდგომა, გახდა უფრო კონკრეტული, ზუსტი და გამჭირვალე.

2018 წლიდან შეიცვლა დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვის მეთოდოლოგია და დაინერგა ახალი მიდგომა. ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, რომ მთავრობამ და საზოგადოებამ ზოგადად, გააკონტროლოს და მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხოს ნებისმიერი ფაქტი,   მიუხედავად იმისა, არის თუ არა სახეზე მკვეთრად გამოხატული დანაშაულის ყველა ნიშანი, ასევე შესაძლო დანაშაულის ბუნება, სიმძიმე და გახსნის ალბათობა“, - განაცხადა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ზუსტი და გამჭვირვალე სტატისტიკა, რასაც წინა ხელისუფლება არ აკეთებდა.

„სიმართლე არის ის, რომ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში,  სამართალდამცავი სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო და მუდამ იქნება ღიაობა და გამჭვირვალობა. ანუ, ძირეულად შეიცვალა მიდგომა დანაშაულის აღრიცხვისადმი და ის უფრო დაუახლოვდა და გაუტოლდა საერთაშორისო სტანდარტებს.

სიმართლე არის ის, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დიახ, დანაშაულის ზრდა 54%-ით დაფიქსირდა, მაგრამ ეს ზრდა  მნიშვნელოვან წილად გამოწვეულია აღრიცხვიანობის სიზუსტით“, - თქვა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. პრემიერის მისვლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა. ბახტაძეm საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით წარუდგინა.

ინტერპელაციის წესს პარლამენტი დღეს პირველად იყენებს, ის საკანონმდებლო ორგანომ ახალი რეგლამენტით შემოიღო.

ინტერპელაციის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს მთავრობას, მთავრობის წევრს ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს. შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს და შინაარსი კონკრეტული.

ახალი რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია, შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^