Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: შავგულიძე გირგვლიანის მკვლელების გვერდითაა, ამ ადამიანებს პრინციპები არ აქვთ

22 მარტი, 2019 16:33

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანება იმაზე მტყველებს, რომ მათ თავიანთი პრინციპები არ აქვთ.

კობახიძის თქმით, შალვა შავგულიძე, რომელიც სასამართლოს საკითხებზე ხელისუფლებას ედავებოდა, გირგვლიანის მკვლელებთან დადგა.

„თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც საუბარი იყო სასამართლოზე, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, საუბარი იყო ჩინჩალაძეზე, მურუსიძეზე. შალვა შავგულიძე ამ საკითხთან დაკავშირებით გამოდიოდა და თავის პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა.

დღეს ეს ადამიანი დგას გირგვლიანის მკვლელების გვერდით. რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ რაღაცებზე გვედავებიან, არ აქვთ არანაირი პრინციპები და ეს ამის დადასტურებაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე მისი პარტიის და „ევროპული საქართველოს“ საერთო კანდიდატი იქნება. ორი პარტია საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^