Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ათენში რუსეთის საკონსულოს ხელყუმბარა ესროლეს

22 მარტი, 2019 17:01

ათენში რუსეთის საკონსულოს მოტოციკლეტზე მჯდომმა თავდამსხმელებმა ხელყუმბარა ესროლეს. პოლიციის განცხადებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

Reuters-ის ინფორმაციით, დღეს დილით მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია. პოლიციამ ტერიტორია შემოსაზღვრა და გამოძიება დაიწყო.

ასაფეთქებელი მოწყობილობა დაცვის ჯიხურთან აფეთქდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ძლიერი არ იყო და ჯიხური მხოლოდ მცირედით დაზიანდა.

„მცირე მატერიალური ზიანი იყო, არავინ დაშავებულა“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმა დაგმო. „მსგავსი უკანონო და უკიდურესად აღმაშფოთებელი ქმედებები გავლენას ვერ მოახდენს რუსეთთან ჩვენს ტრადიციულ და საუკუნოვან მეგობრულ კავშირზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^