Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან - მინისტრი

22 მარტი, 2019 17:28

„მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინსების მიღმა მიიღებს დამატებით ანაზღაურებას იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სკოლის განვითარებაზეა ორიენტირებული“,- ამის შესახებ  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს ანაზღაურება დაფინანსდება სკოლის განვითარების ფონდიდან. მასწავლებლის სახელფასო სქემა კი დაუკავშირდება სკოლების განვითარების ფონდის სისტემას.

„განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს  შემდეგ კომპონენტებს: მასწავლებლის საბაზო ხელფასი, რომელიც შედგება მასწავლებლის განათლების, კომპეტენციის, სტაჟის და საგაკვეთილო დატვირთვისგან; მიღწევებზე დაფუძნებული კომპონენტი, -  რა საქმიანობას ეწევა მასწავლებელი საკუთარი მოსწავლეების და სკოლის განვითარებისთვის, რა წვლილი შეაქვს მოსწავლის აღზრდასა და პიროვნულ განვითარებაში. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ვალდებულებასა და სამუშაოს, რომლებშიც მასწავლებლები, მათი სტატუსიდან გამომდინარე, ჩაერთვებიან“,- განაცხადა მინისტრმა. 

მინისტრის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, მასწავლებლის ხელფასი შემდეგი კომპონენტისგან შედგება: ჩატარებული საათების რაოდენობა, განათლება, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სტატუსის დანამატი. მისი თქმით, აღნიშნული სისტემა შემდეგ პრობლემებს იწვევს - არ არის წახალისებული თანამშრომლობა მოსწავლისა და სკოლის განვითარების მიმართულებით, არ ხდება მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა და სხვა. მასწავლებელი ორიენტირებულია მხოლოდ საგაკვეთილო საათების ჩატარებაზე, რაც განაპირობებს ნაკლებად საინტერესო საგაკვეთილო პროცესებს, სკოლის აღმზრდელობითი ფუნქციის შესუსტებას, სწავლების ხარისხის ვარდნას და ნეგატიურად აისახება ერთიან სასკოლო განათლებაზე.

„როგორც არაერთხელ დავაანონსეთ, 2019 წლის მაისის თვეში საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა მათი გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით.  როგორც განვაცხადეთ,  ხელფასების ზრდა იქნება ეტაპობრივი, დაიწყება 2019 წლის სექტემბრიდან და ტენდენცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც ისე, რომ 2021-2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი წარმოადგენდეს 1500-1800 ლარს. ხელფასების ზრდა, პედაგოგების გარდა, შეეხებათ სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს“- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივლისი
23 ივლისი

მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იუსტიციის ...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა საქართველოში იმდენად საოცნებო აღმოჩნდა, რომ მისი დაკავებისთვის თანამდებობები ეთმ ...
23 ივლისი
23 ივლისი

აღსრულდა თუ არა ნაჩქარევად სტრასბურგის გ ...

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებას  და მასზე თანდართულ განმარტებით დოკუმენტებს ...
22 ივლისი
22 ივლისი

ოქრუაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას არას ...

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ...
^