Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარასკევს დეპუტატებმა ოთხ საათამდე ვიმუშაოთ. მოკლე დღეა და სასიამოვნო იქნება - შალელაშვილი

22 მარტი, 2019 20:12

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებისთვის პარასკევს მოკლე სამუშაო დღის შემოღების ინიციატივით გამოვიდა.

„პარასკევს თუ შეიძლება, რომ ოთხ საათამდე იყოს სამუშაო დღე. თუ ჩვენ მოგვიწევს მუშაობა პარასკევ დღეს, რომ დავთქვათ ოთხ საათამდე. მოკლე დღეა და სასიამოვნო იქნება“, – განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შალელაშვილს არ დაეთანხმა.

„გაგვიჭირდება ალბათ, იმდენად დატვირთული გვაქვს გრაფიკი, ცხრა საათზეც გვიჭირს მუშაობის დასრულება. მით უმეტეს, პარასკევს არის ინტერპელაციები და მთავრობის მოსმენები საკმაოდ ხშირად. ამიტომ, შეიძლება გაგვიჭირდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალელაშვილის განცხადებას 1tv.ge ავრცელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ივნისი
16 ივნისი

14 ივნისს ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ...

მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიე ...
15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
^