Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაყოფია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ელექტორნული კენჭისყრის პრაქტიკის დანერგვას იწყებს

24 მარტი, 2019 16:59

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ელექტორნული კენჭისყრის პრაქტიკის დანერგვას იწყებს, რომლის მეშვეობითაც პარტიის მხარდაჭერები მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის დაფიქსირებას „სმარტფონებისა და ტაბების მეშვეობით" შეძლებენ.

ამის შესახებ პარტიის ყრილობაზე კობა ნაყოფიამ განაცხადა. 

„სხვადასხვა კუთხიდან ასიათასობით ჩვენი მხარდაჭერი შეძლებს, დააყენოს ინიციატივა პარტიაში. ელექტრონული კენჭისყრით უნდა შეირჩეს პარტიის ხელმძღვანელობა და მენეჯმენტი, კანდიდატებიმ როგორც პარლამენტში, ასვე ადგილობრივ არჩევნებზე. უფრო მეტიც, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მთავრობის წევრობის კანდიდატებიც ამ პრინციპით უდნა შეირჩეს. ქვეყანში განსახოციელებელი რეფორმებიც უდნა მოდიოდეს კონმრკეტული ადამიანებისგან და გავიზიაროთ და გავითვალისწინოთ მათი მოსაზრება" - თქვა ნაყოფიამ.

მისივე თქმით, ელექტორნული დემორკატიის დანერგვის მიზნით შეიქმნება ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში წარმოუდგენს საზოგადოებას სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას.

„ვეცდებით, რომ ეს ძალიან სწრაფად გავაკეთოთ. დღევანდელი დღე პირველი ნაბიჯია ამ მიამრთლებით. დღე იხილეთ, როგორი მარტივი ყოფილა ხმის მიცემა და ამ პრინციპით ავირჩიეთ პარტიის თავმჯდომარე" - თქვა ნაყოფიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს

18 მარტს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო ბირთვმა აპლიკაცია უნდა შექმნას, რომლის საშუალებითაც, პარტიის აქტივისტები Iphone-ების საშუალებით მისცემენ ხმას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. 

სააკაშვილი: ენმ-მ აპლიკაცია უნდა შექმნას, რომლითაც აქტივისტები Iphone-ებით მისცემენ ხმას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^