Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მდინარაძე: ლადო კახაძე განსაკუთრებული კოლორიტულობით გამოირჩევა

25 მარტი, 2019 14:45

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძე იმიტომ შეარჩია, რომ იგი „განსაკუთრებული კაცთმოყვარეობით, განსაკუთრებული კოლორიტულობით გამოირჩევა".

ამის შესახებ მდინარაძემ „TV პირველი" ეთერში ისაუბრა.

„რამდენიმე კანდიდატზე იყო საუბარი და საბოლოოდ მაინც ბატონ ლადოზე შევჯერდით. თუკი ვინმეს ერთხელ მაინც მოუსმენია ამ ადამიანისთვის, იქ ალბათ კითხვის ნიშნები არ არის. ეს არის კაცი, რომელიც განსაკუთრებული კაცთმოყვარეობით, განსაკუთრებული კოლორიტულობით გამოირჩევა. ღირსეული, რაც შეიძლება მეტად ღიღსეული გვინდოდა რომ ყოფილიყო და ასეთი ლადო კახაძე რომ ნამდვილად არის, მაში ალბათ ვერავინ შეგვეკამათება. როცა ამ კაცს ვუსმენ, ძალიან კარგად ვიცნობ და შევხვედრილვარ, და არახმხოლოდ თამადობის კონტექსტში და სუფრაზე, ისედაც, გვქონია საკმაოდ ისეთი საქმიანი საუბარი საქამიან თემებზე, მათ შორის პოლიტიკაზე და მსიამოვნებს მე პირადად, დარწმუნებული ვარ, აარ არსებობს ადმაიანი, რომელიც მას მოუსმენს და არ ესიამოვნოს. ეს არის კაცი, რომელიც ბევრ რაღაცას გასწავლის კდიეც თავისი მჭერმეტყველებით, გამჭრიახი გოლებით, სწორი ცხოვერბის სტილით, რაც გამოიარა, პროფესიონალიზმით..." - თქვა მდინარაძემ.

დღეს „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გამოაცხადა შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი - ლადო კახაძე.

აბორტი, სექსუალური შევიწროება და სხვა თემები - ლადო კახაძის მოსაზრებები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^