Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი კობახიძე კერზაიას საქმეზე ISFED-ის ანგარიშს უსაფუძვლოდ მიიჩნევს

26 მარტი, 2019 13:37

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „სამართლიანი არჩევნების" მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებულ ინსპექტირებაში, სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები.

„ვერ გეტყვით, აქვს თუ არა საფუძველი ასეთი განცხადების გაკეთებას. ბუნებრივია, ჰაერში არ შეიძლება ასეთი განცხადებების კეთება მითუმეტეს, როცა საქმე ეხება ადამიანის გარდაცვალებას. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, მას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი. ჩვენ რა თქმა უნდა, მიჩვეული ვართ, ამ ორგანიზაციისგან უსაფუძვლო განცხადებებს, მაგალითად, ID ბარათებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ისინი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ განცხადებებს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

**********

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს მთავარ პროკურატურას:

  • დაიწყოს გამოძიება ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, კახაბერ ფარცვანიას მიერ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციის ნიშნით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე;
  • დროულად, სრულყოფილად და საფუძვლიანად გამოიძიოს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების ფაქტი და სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაული.

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

  • შეიმუშავოს ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია, რომლითაც შიდა აუდიტის დეპარტამენტი საჯარო სკოლებში სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლისას ისარგებლებს. აღნიშნული აუცილებელია ინსპექტირების კანონიერად და ობიექტურად განსახორციელებლად, რაც გაზრდის ინსპექტირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ნდობას და ასევე მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხს;
  • წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოს სკოლებში ინსპექტირების განხორციელებისგან.

ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე.  

„მე მაინტერესებს დამნაშავეების დასჯა და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“ - ინტერვიუ ბაჩანა შენგელიასთან

სკოლის ინსპექტირებაზე, რომლის დირექტორიც ია კერზაია იყო, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ბაჩანა შენგელია: ია კერზაიას მოუწყვეს მორალური სასამართლო

ომბუდსმენი: ია კერზაიას საქმეს ჩვენ ვსწავლობთ ძალიან დეტალურად, სამი მიმართულებით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^