შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო მოზარდია დაკავებული.
„სამწუხაროა, რო მოზარდია დაკავებული. დეტალებს ვერ გეტყვით, მიმდინარე პროცესია. სხვა საგამოძიებო მოქმედებებსაც ვატარებთ. მის მიერ არის ატვირთული ვიდეო. აღიარებს ქმედებას, როგორც ჩემთვის არის ცნობილი." - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ გავრცელდა გუშინ. შსს ინფორმაციით, კადრები უკვე წაშლილია.