Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Coub-ის გაკეთება გვინდოდა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვიპოვეთ - ზურაბ ჯაფარიძე

27 მარტი, 2019 12:10

პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ჰყვება, როგორ აღმოაჩინეს ვიდეოპორტალზე საჯაროდ განთავსებული ფარული ჩანაწერები.

ჯაფარიძის თქმით, მისი პარტიის ერთ-ერთმა წევრმა შემთხვევით ნახა, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები Youtube-ზე საჯაროდ იყო განთავსებული. მალევე ამის შესახებ მათმა დეპუტატობის კანდიდატმა საჯაროდ განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, თუმცა, სანამ ვიდეო წაიშლებოდა, ის 10 000-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა ნანახი.

„გუშინ მთავარი ამბავი იყო, რომ მდინარაძეს შეეშალა და ეკა ბესელიას შესახებ დაწერილი მესიჯბოქსი შეცდომით გაუგზავნა თავად ბესელიას. ამ ამბავზე ერთ-ერთ „გირჩელს“ ჰქონდა Coub-ის იდეა და კადრებს რომ ეძებდა, Youtube-ზე შემთხვევით აღმოაჩინა რაღაც შავ-თეთრი ვიდეო. მიხვდა, რომ ეს ფარული ჩანაწერი იქნებოდა.

ამის შესახებ „გირჩის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა, ჰერმან საბომ „იმედის“ ეთერში საჯაროდ განაცხადა. მაგ დროისთვის ვიდეო უკვე ნანახი ჰქონდა 4 000-ზე მეტ ადამიანს, ხოლო სანამ ვიდეოს აიღებდნენ, ის ნანახი ჰქონდა უკვე 10 000-ზე მეტ ადამიანს“, - ჰყვება ჯაფარიძე.

ამის გამო, ფარული ჩანაწერების შენახვის ბრალდებით 16 ადამიანის დაკავება, ზურაბ ჯაფარიძის აზრით, შერჩევითი სამართალია და არ შეიძლება საჯაროდ განთავსებული ვიდეოს ნახვის გამო ადამიანი ციხეში წავიდეს.

„აი, ამ რაღაცის გამო ამ წუთებში 4 ადამიანი ციხეშია, 12 გირაოთია გათავისუფლებული და 16-ვე მათგანს ემუქრება 4-დან 8 წლამდე ციხე. საჯაროდ გავაჟღერეთ იმიტომ, რომ ყველამ დაინახოს, ეს რა სიგიჟეა.

ის, რაც არის საჯარო სივრცეში განთავსებული და ხელი მიუწვდება ასიათასობით ადამიანს, ამის გამო ადამიანებს ციხეში სვამდე არის სიგიჟე და შერჩევითი სამართალი“, - ამბობს „გირჩის“ დამფუძნებელი.

შეკითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ შესაძლოა, „გირჩის“ რომელიმე წევრი კიდევ დააკავონ ფარული კადრების ნახვის გამო, ჯაფარიძე პასუხობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში რაიმე პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა მაშინ უნდა დააკავონ ყველა ის ადამიანი, ვინც ვიდეოს უყურა, რაც შეუძლებელი იქნება.

„უბრალოდ, ადმინისტრირების თვალსაზრისით, შეუძლებელია, დააკავონ 10 000 ადამიანი, სად უნდა წაიყვანონ?!“ - ამბობს „გირჩის“ დამფუძნებელი.

ჰერმან საბო სასამართლოს შესახებ: ვინც კლანი არ გაყაროს იმის დედაც მოვტ***

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^