Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანდაცვის კომიტეტიდან ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ სესიას არავინ ესწრება

27 მარტი, 2019 12:33

თბილისში ზიანის შემცირების ეროვნულ კონფერენციაზე, სესიაზე სადაც მომხსენებელები საქართველოში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობდნენ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტიდან არავინ დაესწრო. 

კონფერენციის დღის წესრიგის მიხედვით, სესიაში მონაწილეობა უნდა მიეღო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კაკი ზოიძეს, რომელსაც ნარკოპოლიტიკასა და კანონმდებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, პარლამენტის ხედვასა და გეგმებზე უნდა ესაუბრა. 

აკაკი ზოიძის თქმით, მას დაუგეგმავად მოუწია მივლინებით სტრასბურგში წასვლა და კონფერენციაში მონაწილეობა კომიტეტის წევრს, ლევან კობერიძეს სთხოვა. 

სესიაზე კობერიძე არ მისულა. ორგანიზატორები მას დაუკავშირდნენ. კობერიძემ დაგეგმილი მოხსენებით გამოსვლის სურვილი დღის მეორე ნახევარში გამოთქვა, თუმცა, იმის გამო, რომ კონფერენციის დღის წესრიგი უკვე გაწერილი იყო, კობერიძის მოხსენების გადატანა ვერ მოხერხდა.. 

„ლიბერალი“ ლევან კობერიძესთან დაკავშირებას ცდილობდა. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, ხოლო სმს შეტყობინებაზე გვიპასუხა, რომ ეცდება, რაღაც დროის განმავლობაში შეუერთდეს კონფერენციას. 

აღნიშნულ სესიას, რომელიც ნარკოპოლიტიკაზეა, ასევე არ ესწრება შს სამინისტროს წარმომადგენელი. 

ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია 150-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტს, პოლიტიკოსს, მკვლევარს, სტუდენტს, თემის წარმომადგენელსა და დაინტერესებულ ადამიანს მასპინძლობს.

კონფერენციაზე ნარკოპოლიტიკასა და ზიანის შემცირების ხელმისაწვდომობაზე მსჯელობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^