Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დასაქმების რა პერსპექტივა არსებობს ავტობუსის მძღოლობის მსურველი ქალებისთვის

27 მარტი, 2019 14:42

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ავტობუსის მძღოლობის მსურველმა 25 ქალმა გაიარა კურსები, თუმცა დარჩა 2-კვირიანი ტექნიკური გადამზადების ეტაპი, რომლის შემდეგაც, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, დასაქმდნენ. 

კომპანიის ინფორმაციით, გადამზადებას „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის შეთანხმება ითვალისწინებს. პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ გადამზადებულ 21 ქალს უკვე აქვს მართვის მოწმობა, 4 ქალიც აპირებს მართვის მოწმობის აღებას. ორკვირიანი პრაქტიკული სწავლებისთვის ამ 21 ქალიდან სამი ჯგუფი დაკომპლექტდა. ისინი ეტაპობრივად პრაქტიკულად შეისწავლიან ავტობუსის მართვას, მარშრუტს, ქალაქში მოძრაობას და ა.შ. 

კომპანიის ინფორმაციით, ეს ის ქალები არიან, რომელთაც გამოთქვეს სურვილი, შეისწავლონ ავტობუსის მართვა და მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დასაქმდნენ. მათი ინფორმაციით, ქალები ამის შესახებ ინფორმირებულები არიან. ამ ეტაპზე კომპანიას ავტობუსის მძღოლების ვაკანსია არ აქვს. 

ამჟამად ავტობუსის 1400 მძღოლიდან მხოლოდ 2 ქალია. 

ქალებისთვის ავტობუსის მძღოლის მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^