Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე ბრალდებული 4 პირი გირაოთი გაათავისუფლეს

28 მარტი, 2019 14:37

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაპატიმრებულ 4 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და გირაოს სანაცვლოდ დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულება.

როგორ „ლიბერალს" სასამართლოში განუცხადეს, აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე იმსჯელა და დააკმაყოფილა უწყების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.

-

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ბრალდებით 18 პირი დააკავა, მათგან 4 პირს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით ედებათ.157-ე​ პრიმა მუხლი ითვალისწინებს: 1. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4-დან 7 წლამდე. 2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 8 წლამდე.

ამავე თემაზე:

გიორგი გასვიანის „დანაშაული" - ბრალდებული, ვინც პირადი ცხოვრების კადრებს უყურა

ამავე თემაზე:

ბრალდებული, ვინც პირადი ცხოვრების კადრებს უყურა და მეგობარს გაუგზავნა, საკონსტიტუციოს მიმართავს

ამავე თემაზე:

ეკა ბესელია ჩანაწერების გამო დაკავებულებზე: არ მინდა ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^