Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი - 30%-ით გაიზრდება ხელფასი მასწავლებლებისა და პროფესორებისთვის პროფსასწავლებლებში

29 მარტი, 2019 21:05

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პროფესიულ სასწავლებლებში მომუშავე მასწავლებლებისა და პროფესორებისთვის ხელფასი 30 პროცენტით გაიზარდოს“, – თქვა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივში, რომელსაც ის ტრადიციულად მართავს ხოლმე.

მან განათლების მინისტრსა და ერთ-ერთი კერძო პროფსასწავლებლის ხელმძღვანელთან ერთად ისაუბრა. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობა განათლების სისტემისთვის ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედის გამოყოფას გეგმავს, და რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი სწორედ განათლებაა.

ფეისბუქ ლაივში პრემიერმა პროფსასწავლებლებზე გააკეთა აქცენტი, აღნიშნა რომ ეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ და ისაუბრა ინიციატივის შესახებ, რომ სახელმწიფო პროფსასწავლებლების მსგავსად კერძო პროფსასწავლებლებიც მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას. 

ბახტაძემ აღნიშნა, რომ ისინი ყველა ქართულ ოჯახში შევლენ, რათა განათლების რეფორმაზე მოსახლეობის რჩევები და რეკომენდაციები მიიღონ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^