Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკრაინაში ხმების ნახევარზე მეტი დათვლილია, ზელენსკიმ ხმების 30% მიიღო

01 აპრილი, 2019 12:08

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში  ხმების 50%-ზე მეტი დათვლილია. ბოლო მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოპულარულმა მსახიობმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხმების 30% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ - 16%. 

მეორე ტურში, რომელიც 21 აპრილს გაიმართება ზელენსკი და პოროშენკო მიიღებენ მონაწილეობას. ყოფილი პრემიერი, იულია ტიმოშნეკო, წინასწარი მონაცემებით, გამოეთიშება ბრძოლას. 

გუშინ, 31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში 39 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ შედეგით“, - განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-ის. ხოლო, პოროშენკომ განაცხადა, რომ ეს არის მისთვის „მკაცრი გაკვეთილი“. 

ფოტო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^