Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წითელა ჯერჯერობით არ ჩერდება, 300-ზე მეტი ბავშვია დღეისათვის ინფიცირებული - იმნაძე

05 აპრილი, 2019 12:22

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, წითელას ვირუსი ისევ გრძელდება და ამ დროისთვის 300-ზე მეტი ბავშვია ამ დაავადებით ინფიცირებული.

„წითელა ჯერჯერობით არ ჩერდება. არც გაჩერდება, იმიტომ, რომ ცოტა მოიკლო ვაქცინაციამ. მაგალითად, ბავშვებს რომ ეკუთვნით გეგმურად 5 წლის ასაკში აცრა, ამის გარდა წელს უკვე აცრილია 113 000 ადამიანზე მეტი, მაგრამ საკმარისი ეს არ არის, იმიტომ, რომ წითელა მაინც არ ჩერდება.

ზოგადად, 2900 შემთხვევაა წითელასი ქვეყანაში რეგისტრირებული, ანუ, პრაქტიკულად, თვეში 1000 შემთხვევაა, რაც დაიწყო ეს წელიწადი და აქედან 300-ზე მეტი ბავშვია, რომელსაც წლამდე დაემართა წითელა, რამაც შეიძლება ძალიან მძიმე მიმდინარეობა მიიღოს. ეს იმიტომ რომ დავუშვათ, დედა არ იყო იმუნური და როდესაც ბავშვი დაიბადა, მას არ ჰქონდა თანდაყოლილი იმუნიტეტი დედისგან, რომ აცრამდე დაეცვა დედისგან გადასულ სხეულებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქალბატონებს, ვინც აპირებს დაორსულებას, ბავშვის გაჩენას, რომ დაორსულებამდე აიცრან წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაციით", - განაცხადა იმნაძემ.

სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ჩაიტარონ ვაქცინაცია გრიპსა და წითელაზე

იმნაძე: ბოლო სამ დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა

წითელას შემთხვევები იზრდება, გვაქვს სერიოზული ეპიდაფეთქება - გამყრელიძე

სერგეენკო წითელას შესახებ: ეს არის ეპიდაფეთქება და ვაქცინაცია ყველასთვის უფასო იქნება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^