Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: სამეგრელოსთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, რადგან ნახევრად მეგრელი ვარ

06 აპრილი, 2019 16:22

„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია წარადგინა. შენგელიას წარდგენაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, „ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდნენ.

კალაძის თქმით, მას სამეგრელოსთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს, რადგან „ნახევრად მეგრელია“. ზუგდიდში მერობის კანდიდატადაც იქ დაბადებული და გაზრდილი გიორგი შენგელია წარადგინეს, რომელიც კალაძის თქმით, ზუგდიდზე უსაზღვროდაა შეყვარებული.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები თქვენთან ერთად, სამეგრელოს ამ ულამაზეს ქალაქში, ზუგდიდში. მე ამ რეგიონთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, ნახევრად მეგრელი ვარ, რადგან დედა მეგრელი მყავს. ბატონმა პრემიერმა ბევრი ისაუბრა, რა პროექტები გვაქვს დაგეგმილი მომდევნო თვეების განმავლობაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეგრელოს წინსვლა, იმიტომ რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან და ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქები, ჩვენი რეგიონები. წინსვლა გარდაუვალია“, - განაცხადა კალაძემ წარდგენისას.

თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თმით, შენგელიას როგორც ასევე მერი ურჩევს, რომ პირველ რიგში ზუგდიდელების აზრი გაითვალისწინოს.

„როგორც იცით, მოახლოვდა შუალედური არჩევნები და პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კანდიდატად წარადგინა ზუგდიდში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი გიორგი (გეგა) შენგელია, რომელიც უსაზღვროდაა შეყვარებული თავის ქალაქზე.

მინდა, წარმატებები ვუსურვო გეგას, რომელიც უპატიოსნესი ადამიანია და ჰყავს ძალიან ლამაზი ოჯახი. როგორც დედაქალაქის მერმა, მინდა, მას ერთი რჩევა მივცე: პირველ რიგში, უნდა გაითვისწინოს ზუგდიდელების აზრი. ასე შეიძლება მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ზუგდიდს აწუხებს. მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა. ამის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე, წინსვლაზე ფიქრი, იმ პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს.

ყველაფერი შესაძლებელია ამ ერთსულოვნებით, როდესაც ზურგს გიმაგრებს ადამიანების უზარმაზარი არმია, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები, რომელთან გული შესტკივა თავის ქალაქზე, თავის სოფელზე, უბანზე, რაიონზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ კონსოლიდაციას და გავაერთიანებთ სრულიად სამეგრელოს, მთელ ზუგდიდს, რათა მივაღწიოთ გამარჯვებას და ეს არ იქნება პარტია „ქართული ოცნების" ან გეგა შენგელიას გამარჯვება. ეს იქნება ამ რეგიონის და ქალაქის გამარჯვება“, - თქვა კალაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^