Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი ერთ-ერთ სკოლაში 3 მოსწავლის ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეს სწავლობს

08 აპრილი, 2019 14:06

საქართველოს სახალხო დამცველი ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის ფაქტებზე არაეფექტური რეაგირების შესახებ საუბრობს. 

სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებები ინფორმირებულნი არიან ქორწინების/ნიშნობის ფაქტის შესახებ, თუმცა არ მიმართავენ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს.

სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ ერთის მხრივ, პრობლემურია რეფერირების განხორციელება იმ საქმეებზე, რომლებზეც სკოლა შემთხვევების ოფიციალურ აღრიცხვას ახდენს, მეორე მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან დგინდება, რომ ზოგიერთი სკოლა მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებს და სათანადოდ არ აღრიცხავს სკოლაში გოგოების გამოუცხადებლობის ფაქტებს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ხშირ შემთხვევებში სკოლის ადმინისტრაცია უთითებს, რომ ინფორმირებული არ არის ადრეული ქორწინების თუ ნიშნობის ფაქტის შესახებ და ამ გზით ცდილობს პასუხისმგებლობის არიდებას.

„სკოლის მხრიდან ადრეული ქორწინების/ნიშნობის ფაქტების დამალვის პრობლემა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა. სახალხო დამცველი მოცემული სკოლის 3 მოსწავლის ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის საქმეს სწავლობს. მონიტორინგისას ადრეული დაქორწინებული/დანიშნული გოგოების სკოლაში არყოფნის მიუხედავად, მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალებში ინფორმაცია მითითებული არ იყო. მნიშვნელოვანია, თითოეულ პედაგოგს გააზრებული ჰქონდეს, რას ემსახურება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების სათანადო აღრიცხვა, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენისას, დადგეს სათანადო პასუხისმგებლობის საკითხი", - ამბობს სახალხო დამცველი. 

რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა:

- აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრებისა და აღრიცხვის ჟურნალის წარმოების წესის დარღვევის ფაქტების შესწავლა და სათანადო ზომების მიღება;

- კონტროლის გამკაცრება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრებისა და აღრიცხვის ჟურნალის წარმოების წესების და რეფერირების დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე;

- ასევე, მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ვალდებულებებზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^