Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მორიგი განცხადება 150-მდე ადამიანის ნეშტის პოვნაზე

08 აპრილი, 2019 18:11

ბათუმში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად 150-მდე ადამიანის ნეშტის პოვნასთან დაკავშირებით ეპარქია განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 2016 წლის მაისში დაიწყო, ამავე პერიოდში ამ თემის შესახებ მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი. მათივე განცხადებით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები თავიდანვე ინფორმირებული იყვნენ გათხრების შესახებ, მათ გამოგზავნეს გამნაღმველები, რომლებსაც დაევალათ ტერიტორიების გასუფთავება.

„XX ს.-ის 30-იან წლებში ეს ადგილი დაუსახლებელი იყო, ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით მიცვალებულთა ნაშთები (ძვლები) პირველად საბჭოთა დროს სამხედრო ბაზის (საბჭოთა სატანკო ბატალიონი) მშენებლობის პერიოდში აღმოაჩინეს, მაგრამ ეს ინფორმაცია დამალეს.
სამხედრო ბაზის ტერიტორიას არქეოლოგიური გათხრების პროცესში ხშირად სტუმრობდნენ ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებიც. გათხრები მიმდინარეობდა კრიმინალური პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. მცხოვრებთა ნაწილი სამხედრო ბაზის სიახლოვეს დიდი ინტერესით აკვირდებოდა მიმდინარე სამუშაოებს.

აღსანიშნავია, რომ ყველა თავის ქალას აღენიშნებოდა ტყვიის კვალი კეფის არეში. დახვრეტილთა შორის ქალებიც არიან. სამარხში აღმოჩენილი ნივთები, კერძოდ, XX ს.-ის 30-იანი წლების საბჭოთა მონეტები ცხადყოფს, რომ ეს სამარხი ეკუთვნოდა არა თურქ ჯარისკაცებს, არამედ საბჭოთა მოქალაქეებს. სამარხებში არ აღმოჩნდა არცერთი სამხედრო ნივთი, დაღუპულებს სამოქალაქო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ეცვათ. გარდა ამისა, აღმოჩენილია გულსაკიდი ჯვარი, რაც ცალსახად ადასტურებს საერთო სამარხში ქრისტიანთა ნაშთების არსებობას (და არა თურქი ჯარისკაცების).

დნმ-ის ანალიზის ჩატარება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით იქმნება დნმ-ის ბაზები, რაც საშუალებას მოგვცემს ნებისმიერ დროს გაკეთდეს ანალიზები და მოიძებნოს დაღუპულთა შთამომავლები. სამარხეული ინვენტარის, მათ შორის ტყვიების და ტანსაცმლის, შესწავლა სპეციალისტებს თავისუფლად შეუძლიათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, 21 აპრილს გაიმართება სამოქალაქო დაკრძალვა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნებიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამომავლოდ სახელმწიფო გეგმავს მუზეუმის მოწყობას, სადაც გამოიფინება ფოტო და ნივთიერი მასალა.

„ბათუმში ნაპოვნი ნეშტები შესაძლოა, სტალინური რეპრესიების მსხვერპლებს არც ეკუთვნოდეთ“ - ირაკლი ხვადაგიანი

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი მიიჩნევს, რომ ბათუმში ნაპოვნი სამარხების არქეოლოგიური სამუშაოების მიმართ მთელი რიგი კითხვები ჩნდება. ხვადაგიანი Facebook-ზე წერს, რომ უნდა ჩატარებულიყო სამედიცინო-კრიმინალური ექსპერტიზა, ნაშთების ანალიზი, გათხრებისას ნაპოვნი არტეფაქტების შესწავლა და ა.შ.

„ლიბერალი“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოში ამბობენ, რომ ბათუმში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე, რომლის ფარგლებშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იპოვეს, ინფორმირებული არ ყოფილან. როგორც „ლიბერალს“ სააგენტოში უთხრეს, მათ ამ გათხრების შესახებ ახლა შეიტყვეს და თავადაც დაინტერესდნენ, ჩატარდა თუ არა კვლევები შესაბამისი წესების დაცვით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 სექტემბერი
18 სექტემბერი

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა ...

„ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებას ორგანიზაციის 12 წევრი წარუდგინა. „ჩვენ ყ ...
18 სექტემბერი
18 სექტემბერი

პრეზიდენტი შეწყალებაზე მორატოროუმს აცხად ...

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით შეწყალების ახალი წესის შემუშავებამდე მსჯავრდებულთა შეწყალება ...
18 სექტემბერი
18 სექტემბერი

სახალხო დამცველი კონკრეტული პირების შეწყ ...

„საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზ ...
^