Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ისინი ღია კარის მტვრევით წავიდნენ“ - ივანიშვილი „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე

09 აპრილი, 2019 22:48

„მათ წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ. ღია კარის მტვრევით წავიდნენ“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშუ „პირისპირში“ სტუმრობისას. ივანიშვილის აზრით, ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ მოსამართლეების არჩევის საკითხი მხოლოდ მოიმიზეზეს.

„მათ რეალურად ვერ თქვეს მიზეზი გუნდიდან წასვლის მიზეზი. ეს არ იყო საფუძველი და საბაბადაც ვერ გამოდგებოდა. რამეთუ, ყველა პრეტენზია მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით შევაჯერეთ გუნდში და ისინი ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ექსპრემიერის თქმით, „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს მოსამართლეების საკითხი ხელისუფლებაში ყოფნიდან მხოლოდ მეექვსე წელს გაახსენდათ და პოლიტიკური პერსპექტივა ნაკლებად აქვთ.

„როდესაც პოლიტიკოსს არ აქვს კარგი საფუძველი, გამოკვეთილი მიზეზი იმისა, რომ საკუთარი გუნდი დატოვოს, ჩემი აზრით, მას ძალიან გაუჭირდება პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა. ამ მხრივ მე მათ გზა დავულოცე და დღესაც ასე გავიხსენებდი ჩემს თანაგუნდელებს. თუმცა მათ ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა, რადგან ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი. საბაბადაც ვერ გამოდგება ის მიზეზი, რასაც ისინი ასახელებდნენ, რომ ეს იყო მოსამართლეები საკითხი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, რა იყო დეპუტატების გუნდიდან წასვლის მიზეზი, ეს მომავალში გამოჩნდება. რაც შეეხება ფასეულობების აღრევას, რაშიც ბესელიამ და მისმა თანამოაზრე დეპუტატებმა „ქართული ოცნება“ დაადანაშაულეს, ივანიშვილის აზრით, ეს პრობლემა არა გუნდს, არამედ თავად ამ დეპუტატებს ჰქონდათ. „ჩემი შენ გითხარის ვარიანტია“, - თქვა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^