Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ქალი ბავშვობის ასაკში დაქორწინდა - UNFPA

10 აპრილი, 2019 12:34

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. 

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმ წარმატებისა, რომელიც გასული 50 წლის განმავლობაში UNFPA-ის - გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოს - შექმნის შემდეგ იქნა მიღწეული, მსოფლიოს კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ უფლებები და არჩევანი ყველასთვის  ხელმისაწვდომი გახდება. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ უფლებებისა და არჩევანის რეალიზების გზაზე ქალები და გოგონები  ყოველ ნაბიჯზე აწყდებიან სოციალურ და ეკონომიკურ ბარიერებს. .

ანგარიშის მიხედვით, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში შობადობის კოეფიციენტი შემცირდა 6.8-დან 1969 წელს 5.6-მდე 1994 წელს და 3.9-მდე - 2019 წელს; ასევე, დაიკლო ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზით გარდაცვლილ ქალთა რაოდენობამ; თუ 1994 წელს ყოველ 100,000 მშობიარობაზე ეს მაჩვენებლი შეადგენდა 369-ს, 2015 წელს ის 216-მდე შემცირდა. გარდა ამისა, 1969 წელს ქალების მხოლოდ 24% იყენებდა თანამედროვე კონტრაცეპტივებს, 1994 წელს ეს მაჩვენებელი 52%-მდე გაიზარდა, ხოლო 2019 წელს 58% შეადგინა.

თუმცა, ანგარიშის მიხედვით, რეპროდუქციული უფლებები კვლავ მიუწვდომელია მრავალი ქალისათვის, მათ შორის, იმ 200 მილიონზე მეტი ქალისთვის, რომელთაც სურთ ორსულობის თავიდან არიდება, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაციასა და სერვისებზე.

წლევანდელ ანგარიშში პირველადაა წარმოდგენილი მონაცემები ქალთა შესაძლებლობის შესახებ, მიიღონ გადაწყვეტილება სამ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით: სქესობრივი ცხოვრება თავიანთ პარტნიორთან, კონტრაცეფციის გამოყენება და ჯანდაცვა. 51 ქვეყანაში, სადაც ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ქორწინებაში ან ურთიერთობებში მყოფი ქალების მხოლოდ 57%-ს შეუძლია არჩევანის გაკეთება სამივე სფეროში.

ანგარიშში ასევე წარმოდგენილია 15 ადამიანი - ცვლილების ჩემპიონები მთელი მსოფლიოდან, რომელთაც შეძლეს დაემსხვრიათ ბარიერები და გავლენა მოეხდინათ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მდგომარეობაზე, და ეს პროგრესი ჩვენამდე მოეტანათ.

ფაქტები და მონაცემები ანგარიშიდან:

● ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზით გარდაცვლილი ქალების რაოდენობა ყოველ 100,000 მშობიარობაზე მსოფლიოში: 1994 წელს - 369; 2015 წელს - 216.

● გლობალური თანამედროვე კონტრაცეფციის პრევალენტობის მაჩვენებელი: 1969 წელს - 24, 1994 წელს - 52; 2019 წელს - 58.

● გლობალური შობადობის მაჩვენებელი, ან შობადობის მაჩვენებელი თითოეულ ქალზე: 1969 წელს - 4.8; 1994 წელს - 2.9; 2019 წელს - 2.5.

● სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე დაუკმაყოფილებელი საჭიროებების ყველაზე დიდი მაჩვენებელი მარგინალიზებულ ჯგუფებს შორისაა, მათ შორისაა ეთნიკური უმცირესობების ჯგუფები, ახალგაზრდები, დაუოჯახებელი ადამიანები; ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენერი და ინტერსექსი ადამიანები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; სოფლებსა და ურბანულ ადგილებში მცხოვრები ღარიბი მოსახლეობა.

● დღეს მსოფლიოში მცხოვრები დაახლოებით 800 მილიონი ქალი ბავშვობის ასაკში დაქორწინდა.

● ყოველდღიურად, 500-ზე მეტ ქალი და გოგონა იღუპება  საგანგებო ვითარების მქონე ქვეყნებში ორსულობისა ან/და მშობიარობის დროს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^