Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოალიციის განცხადება ზოგადი განათლების მიზნებიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღების ინიციატივაზე

10 აპრილი, 2019 12:50

„კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო“ ზოგადი განათლების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ ინიციატივას იხმაურება. კერძოდ, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების ნაწილში „ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების“ ნაცვლად მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების დატოვებასა და სიტყვის „ლიბერალური“ ამოღების ინიციატივას. 

„პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ რომ ლიბერალური დემოკრატია არის სახელმწიფოს მართვის მოდელი, რომელიც მოქალაქისა და ხელისუფლების ურთიერთობებში აღიარებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უპირობო პრიორიტეტულობას. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით კომიტეტის წევრმა დეპუტატებმა ხელი შეუწყვეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი განმანათლებელი წინაპრების ძირითადი ორიენტირებიდან გადახვევას და ევროპული ოჯახიდან ჩვენს ჩამოშორებას.

საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში, ზემოაღნიშნულის საჭიროება დასაბუთებულია გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციასთან შესაბამისობის აუცილებლობით. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროკავშირის ყველა კონვენცია და დეკლარაცია ეყრდნობა, სწორედაც, ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს და წარმოადგენს მმართველობის ამ ფორმის მონაპოვარს.

ზოგადად, ამ საკითხზე მსჯელობისას, საყურადღებოა ორი გარემობა:

პირველი, განათლების სფეროში არსებული გამოწვევებისა და, თავად ზოგადი განათლების შესახებ კანონის მნიშვნელოვანი ხარვეზების ფონზე, კომიტეტის განხილვის საგანი ხდება კანონის ის პუნქტები, რომლებიც სრულად არის ჰარმონიზებული საერთაშორისო დოკუმენტებთან და განმსჭვალულია თავისუფლების სულისკვეთებით.

მეორე, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მცირე ჯგუფის მიერ, სამოქალაქო საზოგადოებისა და სფეროს ექსპერტების ჩართულობის გარეშე.

ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ განათლების პოლიტიკის ფორმირებისა და ცვლილებების განხორციელებისას პრინციპულად მნიშვნელოვანია, როგორც დაინტერესებული მხარეების, ასევე, ფართო საზოგადოების ჩართულობა.

გვინდა მოვუწოდოთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს, რომ შეწყვიტონ აღნიშნული ინიციატივის განხილვა და მეტი ყურადღება დაუთმონ იმ საკანონმდებლო ნაკლოვანებების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის საქართველოში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას!“,- ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: 

  • კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)
  • ასოციაცია სკოლა-ოჯახი-საზოგადოება
  • PH International საქართველო
  • საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (სიქა)
  • მათემატიკის მასწავლებელთა ასოციაცია
  • სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი
  • საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE)
  • უნი.ჯი (Erasmus + ეროვნული ოფისი)
  • ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)
  • განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM)
  • ლაიონს ქუესტ საქართველო – განათლების ლაბორატორია (LQG)
  • ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია (იმსა)

ორი პარლამენტარი ზოგადი განათლების მიზნებიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას მოითხოვს 

კომიტეტმა ზოგადი განათლების მიზნებიდან ტერმინ „ლიბერალურის“ ამოღების პროექტს მხარი დაუჭირა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^