Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ათობით მობილურის ქურდობაში ბრალდებული არასრულწლოვნები დააკავეს

10 აპრილი, 2019 16:40

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი.

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული 2 პირი: ი.ბ. და ლ.ა. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 8 აპრილს კომპანია „ალტა ოქეის“ გორის ფილიალიდან სხვადასხვა მოდელის 27 მობილური ტელეფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

როგორც პოლიცია ამბობს,  ერთ-ერთმა ბრალდებულმა - ი.ბ.-მ, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 17 მარტს ამავე მაღაზიიდან სხვადასხვა მოდელის 12 მობილური ტელეფონი მოიპარა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^