Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი ნათია ფურცელაძე გახდა

12 აპრილი, 2019 15:48

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი დააჯილდოვა. კონკურსის გამარჯვებული სკოლა „ქორალის“ პედაგოგი ნათია ფურცელაძე გახდა.

თითოეულ საგანში საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივაა.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიის მიერ შეირჩა 5 საუკეთესო მონაწილე. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე დაგეგმილია კონკურსი „წლის დაუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც  განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 სექტემბერი
17 სექტემბერი

NDI - საპენსიო პროგრამაში ჩართულთა 57%-ს ...

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ...
17 სექტემბერი
17 სექტემბერი

NDI - მოსახლეობის ნახევარს უსახსრობის გა ...

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ...
17 სექტემბერი
17 სექტემბერი

NDI - გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ ქვე ...

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ...
^