Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვმუშაობთ ისე, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი - ნათია კაპანაძე

12 აპრილი, 2019 17:10

„ძალიან ძვირფასია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა იყოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ნათია კაპანაძემ განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან. 

მისი თქმით, მაუწყებლის მუშაობის შედეგი კარგად ჩანს, ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევებში და აჭარის ტელევიზია და ისინი ამ სტანდარტებით გააგრძელებენ მუშაობას. 

„ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებისთვის, ჩვენ ვმუშაობთ მაღალი სტანდარტებით საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის. ძალიან ძვირფასია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა იყოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი, დამოუკიდებელი, ობიექტური, პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი.

ამ მუშაობის შედეგი უკვე კარგად ჩანს ჩვენი აუდიტორიის ინტერესებიდან გამომდინარე, კარგად ჩანს შიდა და საერთაშორისო კვლევებში. ჩვენ ძალიან გვეძვირფასება ეს პროცესი და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ სტანდარტებით მუშაობას“, - თქვა ნათია კაპანაძემ. 

გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა თავმჯდომარეს, დირექტორის, ნათია კაპანაძის მიმართ უნდობლობის პროცედურის დასაწყებად მიმართა. 

მრჩეველთა საბჭოს 2 წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენებას მოითხოვს

 საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივაზე, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ, ოპოზიციამ დღეს გაერთიანებული ბრიფინგი გამართა. 

 განცხადება 6-მა პოლიტიკური პარტიამ, „ერთიან ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „შენების მოძრაობამ", „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „ახალმა საქართველომ“ და „ემსახურე საქართველომ“ გაავრცელა.  

ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვიტა. 

როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია - ოპოზიცია აჭარის ტელევიზიაზე

ფოტო: აჭარის ტელევიზია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^