Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი მოსახლეობას ახალქალაქში: მაქვს სურვილი გახდეთ სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები

14 აპრილი, 2019 15:11

„მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ვინც დღეს აქ ბრძანდებით და თქვენი შვილები, გახდეთ სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები“,- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 აპრილს, დედაენის დღეს სამცხე-ჯავახეთში.

მისი თქმით, თქმით, ენა არის მთავარი კარი ურთიერთობებში და ერთმანეთის პატივისცემა სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნაზე გადის.

„რატომ არის საჭირო სახელმწიფო ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? ენა არის მთავარი კარი, კარი ურთიერთობების. თუ გვინდა, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუგოთ, თუ გვინდა,რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ -ეს ყველაფერი გადის ენის ცოდნაზე, რომელიც არის სახელმწიფო ენა.

ენა არის კარი კულტურის, ენა არის კარი სახელმწიფოს გაძლიერების. ამისთვის იბრძოდნენ 14 აპრილს 1978 წელს. იბრძოდნენ იმისთვის, რომ სახელმწიფო ენა ყოფილიყო დაცული და მათ რომ არ გაემარჯვათ ალბათ, მერე არ მოჰყვებოდა ამას დამოუკიდებლობა და სახელმწიფოს აღდგენა. ეს ყველაფერი არის ერთად ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული და არ შეიძლება ერთი მეორეს გარეშე. მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ვინც დღეს აქ ბრძანდებით და თქვენი შვილები, გახდეთ სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^