Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გაიფიცე გარემოსთვის“ - რუსთაველზე აქცია იმართება

15 აპრილი, 2019 11:38

„გაიფიცე გარემოსთვის“ - რუსთაველის მეტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქცია საინიციატივო ჯგუფის „ვინ'მე • Vin'me" და ორგანიზაციის „ახალგაზრდა მწვანეები • Georgian Young Greens ორგანიზებით ტარდება. 



„ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, ვიფიცებით ჩვენი ქალაქისთვის.

ქალაქისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გვართმევენ ხარბი ინვესტორები და უუნარო პოლიტიკოსები. ქალაქისთვის, რომლის ქუჩებში ვიხრჩობით, რომელში გადასაადგილებლად საათებს ვატარებთ საცობებში, რომელშიც ვერ ვპოულობთ მწვანე სივრცეს სასეირნოდ ან საფიქრელად.

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, ვიფიცებით ჩვენი ქვეყნისთვის.



ქვეყნისთვის, რომელიც წყალდიდობების, ხანძრების, გაუდაბნოებისა და სხვა მრავალი კატასტროფის წინაშე დგას - არა ბუნებრივი მიზეზების, არამედ სოციალური უპასუხისმგებლობისა და ცალკეული პირების მატერიალური ინტერესების გამო.

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, ვიფიცებით ჩვენი გარემოსთვის.

დღეს ჩვენ უარს ვამბობთ სასწავლებელში მისვლაზე, რადგან ვგრძნობთ, რომ სკოლისა და უნივერსიტეტის კედლები ვერ დაგვიცავენ მომწამვლელი ჰაერისგან, ტყვიისგან საკუთარ სისხლში, გახშირებული კატასტროფებისგან და დამღუპველი პოლიტიკისგან, რომელიც ჩვენს მომავალ ცხოვრებას უფსკრულისკენ მიაქანებს.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თუკი ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, მთელი ძალით უნდა დავუპირისპირდეთ გაბატონებულ აზრს, თითქოს, ბუნება აპოლიტიკურია. ჩვენ არ გვჯერა, რომ არაფერი შეგიძლიათ “ბუნებრივი კატასტროფების” თავიდან ასარიდებლად. არ გვჯერა, რადგან არაფერია ბუნებრივი იმაში, რომ აშენებთ გიგანტურ ჰესებს, აბეტონებთ მწვანე ზონებს, ჩეხავთ ხეებს, ცვლით ლანდშაფტს, ჭრით მთის ფერდობებს, წამლავთ გარემოს, ბოლომდე ანადგურებთ ჩვენი ქვეყნის რესურსებს და ამით გვართმევთ მომავალს“, - ამბობენ აქციის ორგანიზატორები. 

ისინი მოითხოვენ:

  •  თბილისში ტრამვაის გაყვანას, რადგან მანქანების გამონაბოლქვსა და საცობებში ვიხრჩობით;
  •  ტროტუარების მანქანებისგან გათავისუფლებას;
  •  მთაწმინდის ფერდობების განადგურებისა და მათზე მშენებლობის შეწყვეტას, რადგან ეს კატასტროფის მომტანია;
  •  ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობას;
  • რეკრეაციული ზონებისა და საჯარო სივრცეების განადგურებისა და გასხვისების შეწყვეტას
  • დამანგრეველი ჰესების მშენებლობების აღკვეთას და ამის მაგივრად არსებული ჰესების შეკეთებას. შეწყდეს ჰესების მოწინააღმდეგე მოსახლეობის დაშინება.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^