Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანი რუსთავში ციხის მშენებლობაზე: ულტიმატუმის ენას ვერ მივიღებ, კონსულტაციებისთვის მზად ვარ

15 აპრილი, 2019 16:31

„ჩვენი ხელისუფლება ხალხს ულტიმატუმებით არ ესაუბრება, ასევე, კონკრეტული საზოგადოების ჯგუფებისგან ულტიმატუმის ენას პირადად ვერ მივიღებ, თუმცა კონსულტაციებისთვის მზად ვარ“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, რუსთავში ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციებზე.

„შეხვედრები გაგრძელდება, მაგრამ ეს იქნება კონსულტაციები და არა ულტიმატუმების ენა. ეს მიწა ყოფილ სასჯელაღსრულების სამინისტროს ციხეების მშენებლობისთვის გადაეცა 2018 წლის აპრილში, ვიდრე სისტემა იუსტიციის სამინისტროს ნაწილი გახდებოდა. შესაბამისად, თუ მაშინ, იმ დროს და მას შემდეგ რაიმე კონსულტაცია მოსახლეობას დააკლდა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვასწოროთ. მაგრამ, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ულტიმატუმებით არ ესაუბრება, ასევე მოცემული საზოგადოების ჯგუფებისგან ულტიმატუმის ენას მე პირადად ვერ მივიღებ, თუმცა კონსულტაციებისთვის, ჯანსაღი მსჯელობისთვის, თუ რა ტიპის პროექტია ეს და რას გააუმჯობესებს ქალაქისთვის, ნებისმიერ დროს ვარ მზად“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

რუსთავში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^