Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

15 აპრილი, 2019 20:15

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი, 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისათვის, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომრები, ხოლო დანარჩენ 9 საარჩევნო სუბიექტს წილისყრით მიეკუთვნათ ნომრები.

„საქართველოს პარლამენტის #1 მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საარჩევნო საოლქო კომისია, მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 16 პოლიტიკურ პარტიას, ერთ საარჩევნო ბლოკს და 6 საინიციატივო ჯგუფს. პარლამენტის დეპუტატობის, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 19 აპრილია. გარდა ამისა, 8 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებულია 18 პოლიტიკური პარტია და 6 საინიციატივო ჯგუფი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 პარტიას და 9 საინიციატივო ჯგუფს. საკრებულოს შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა ასევე მიმდინარე წლის 19 აპრილია. მინდა შეგახსენოთ, რომ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ“, - განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოს ინფორაციით, საქართველოს პარლამენტის შუალედურ, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ადგილობრივი 18 არასამთავრობო ორგანიზაცია, 7 მედიაორგანიზაცია, ასევე 3 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის კანიდატების რიგითი ნომრებია:

N 1 – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“

N 2 –„ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“

N 3 – „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“

N 4 – „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“

N 5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“

N 8 – „დავით თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

N 9 –„თავისუფალი საქართველო“

N 13- „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“

N 17 – „საქართველო“

N 18- „ტრადიციონალისტები“

N 21-„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“

N 23 – „ახალი ქრისტიან დემოკრატები“

N 24 – „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის“

N 27 – „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“

N 28 – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი, ხმა ერისა, უფალია ჩვენი სიმართლე“

N 31 – „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა „

N 33 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“

N 35 – „გირჩი“

N 38-ეროვნულ დემოკრატიული პარტია

N 39 – „ქრისტიან- კონსერვატორები“

N 40 –„ სახალხო პარტია“

N 41 –„ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აპრილი
19 აპრილი

წარჩინებულ მოსწავლეებს მთავრობის სხდომაზ ...

პრემიერ - მინისტრის თქმით, მოსწავლეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერების, წარჩინებულ მოსწავლეებ ...
19 აპრილი
19 აპრილი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: შევქმენით სამუ ...

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის მიზანიც მედიაში სიძულვილის ენის, უხამსობის შ ...
19 აპრილი
19 აპრილი

თუ რომელიმე მინისტრი ტემპს ჩამორჩება, გა ...

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვაზე უპასუხა, ...
^