Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნოტრ-დამის სტრუქტურა სრულად არ განადგურებულა - პარიზის სახანძრო დეპარტამენტი

16 აპრილი, 2019 2:20

სააგენტო Reuters-ის ცნობით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურა სრულად არ განადგურებულა. 

იმავეს წერს სააგენტო AFP, რომლის ცნობით,  გოთიკური ტაძრის ძირითადი სტრუქტურა შენარჩუნებულია, მათ შორის ჩრდილოეთის კოშკი.  ჯერჯერობით, უცნობია, რა ბედი ეწია ტაძარში დაცულ ხელოვნების ნიმუშებსა და არტეფაქტებს. 

ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომხდარს დიდი ტრაგედია უწოდა და განაცხადა, რომ ნოტრ-დამი აღდგება. 

„ეს იყო ჩვენი ისტორია და ის იწვის“, - თქვა მაკრონმა. 



 

საფრანგეთს სხვადასხვა ქალაქების ეკლესიებიდან ზარების რეკვის ხმა ისმის. 



 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილის საღამოს ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და გუმბათი. 

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის სავარაუდოდ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის პორკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანია შეკრებილი. 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია. 

ნოტრ-დამის მშენებლობა მე-12 საუკუნეში დაიწყო და მე-13 საუკუნის შუა პერიოდამდე გრძელდებოდა. ტაძარმა მისი არსებობის პერიოდში ბევრი გადაკეთება განიცადა და განახლდა მე-19 საუკუნეში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^