Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაჩალიკაშვილი მოითხოვს, დეპუტატებმა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დროულად განიხილონ

16 აპრილი, 2019 11:54

პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფება. მაჩალიკაშვილი მოითხოვს, პარლამენტმა დროულად დაიწყოს ოპოზიციის იმ ინიციატივის განხილვა, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

„ყველა დუმს, ხელისუფლებაში არავის პასუხი არ აქვს. მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ამ საქმემ თითქმის მთელი მსოფლიო შეძრა. ყველა თვალყურს ადევნებს, რა სტადიაშია ეს საქმე. არანაირი პასუხი არ არის. თემირლანის სახელის ხსენებაზე ამათ ჯოჯოხეთი ელანდებათ.  მე ამათი არანაირი იმედი არ მაქვს, მაგრამ ნათქვამია, იმედი ბოლოს კვდებაო. რამენაირად ვცდილობ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. 

ამათ აქვთ ბრძანება. ბრძანება არის პირდაპირ ივანიშვილის ბრძანება. ესენი თავისით არაფერს არ წყვეტენ. ამ ხელისუფლებაში ასე ხდება. ამ ქვეყანაში ასე ხდება, მაგრამ ყველაფერს გაეცემა პასუხი. მე ვამბობ, თუ დამნაშავე ვარ, დამადანაშაულე, თუ არ გაქვს ამის ვაჟკაცობა, სინდისი, კაცობა, მაშინ მითხარი, დავაშავე და მე ავდგები და სახლში წავალ. რაღაც ხდება, ან მე ვარ დამნაშავე, ან ისინი“. - უთხრა „რუსთავი 2-ს“ მაჩალიკაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ივნისი
16 ივნისი

14 ივნისს ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ...

მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიე ...
15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
^