Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტალინისადმი კეთილგანწყობამ რუსეთში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია

16 აპრილი, 2019 14:06

რუსეთში სტალინისდამი დადებითი დამოკიდებულება იზრდება. დიქტატორისადმი კეთილგანწყობამ წელს  რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. კვლევა დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაცია „ლევადამ“ 2019 წლის მარტში ჩაატარა.

ჯამში, რუსეთის მოქალაქეების 70% სტალინის როლს ქვეყნის ცხოვრებაში დადებითად აფასებს. სამი წლის წინ მის როლს დადებითად, ჯამში, 54% აფასებდა. აქედან, სრულად პოზიტიურად სამი წლის წინ მხოლოდ 8% უყურებდა, წლევანდელი გამოკითხვით კი, მათი რაოდენობა 18%-მდეა გაზრდილი.

უარყოფითად სტალინის როლს 19% აფასებს. ეს მაჩვენებელი ბოლო გამოკითხვაში, სამი წლის წინ, 30% იყო.

უშუალოდ იოსებ სტალინისადმი პატივისცემას გამოხატავს 41%; 6% სიმპათიითა განწყობილი, 4% კი მისით აღფრთოვანებულია. ჯამში მხოლოდ გამოკითხულთა 13%-მა გამოხატა უარყოფითი პოზიცია, შიში და სიძულვილი დიქტატორის მიმართ.

გამოკითხვა 21-27 მარტს წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით, რუსეთის 1638 სრულწლოვან მოქალაქესთან 137 დასახლებაში ჩატარდა. მოქალაქეები პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით თავიანთ სახლებში გამოკითხეს.

„სტალინი სამართლიანობისა და ახლანდელი ხელისუფლების ალტერნატივის სიმბოლო ხდება, რომელიც, ხალხის აზრით, მათზე არ ზრუნავს. ეს არის სტალინის მითოლოგიური სურათი, რომელიც ძალიან განსხვავდება რეალური ისტორიული პიროვნებისგან“, - თქვა მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგმა, ლეონტი ბიზოვმა, კვლევის შედეგების გასაჯაროების შემდეგ.

2000 წლიდან რუსული საზოგადოების დამოკიდებულება სტალინისადმი პირობითად სამ ეტაპად იყოფა. „ლევადა ცენტრის“ სოციოლოგის, კარინა ფიფიას თქმით, 2000 წლის შემდეგ პოზიტიური და ნეგატიური შეხედულებები თანაბრად მაღალი იყო, 2008-2014 წლებში ნეიტრალური დამოკიდებულება გაიზარდა, 2015 წლიდან კი უარყოფითი და ნეიტრალური განწყობა მცირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^