Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► „მკვლელები არიან, არანაირი ზომები არაა დაცული“ - „პანორამაზე“ დასაქმებული მუშა

16 აპრილი, 2019 18:30

„თბილისი პანორამის“ მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე მოხდა. „ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, მუშები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ლიბერალთან“ საუბრისას მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი მუშა ამბობს, რომ თვითონ შიგნით მუშაობდა, დაშავებული მუშები კი - გარეთ ფასადზე.

„მალიარკას ვაკეთებ, შიგნით ვმუშაობ. რა გითხრათ აბა, არანაირი უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. მკვლელები არიან, პირდაპირ რომ გითხრათ. სამი ადამიანი დაშავდა დღეს და არ ვიცი. ცოცხლები არიან თუ არა. გარეთ ფასადზე მუშაობდნენ, მეცხრე სართულიდან ჩავარდნენ.

მე იძულებული ვარ, ვიმუშაო, დედა მყავს ინსულტით დაავადებული. სამუშაო არა მაქვს და ჩამოსული ვარ აჭარიდან. ვმუშაობ, რომ ორი კაპიკით წამალი ვუყიდო. 15 წელია, ჩავარდნილია. მონა ვარ,“  - ამბობს „პანორამაზე“ დასაქმებული ერთ-ერთი მუშა.

შს სამინისტროს ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა მუშების დაშავების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.  

შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

„ლიბერალი“ კომპანიასთან დაკავშრებასაც ცდილობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^