Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ნინა წკრიალაშვილის პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა

16 აპრილი, 2019 20:49

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომღერლის ნინა წკრიალაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ უწყებაში გამოძიება მიმდინარეობს. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში უთხრეს, ამ საქმეზე წელს თებერვალში ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 284-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება. დაიკითხება ყველა პირი, ვინც შესაძლოა ინფორმაციას ფლობდეს აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით“, - უთხრეს „ლიბერალს“ უწყებაში.

თავად ნინა წკრიალაშვილმა 15 აპრილს „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ფარულ კონვერტში“ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში მისი ყოფილი პარტნიორი დაადანაშაულა. მისი თქმით, იანვარში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ერთ-ერთ ვებგვერდზე ატვირთეს და ზუს­ტად იცის, რომ მის პირად ტელეფონში შეღწევასა და კადრების გავრცელების უკან დგას ადამიანი, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხვდებოდა, დაშორდა და მან ამ გზით შური იძია.

მომღერლის თქმით, მისი ყოფილი პარტნიორი ამას გარდა ემუქრება კიდეც და მისი ეშინია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^