Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მურუსიძე: სასამართლო დღეს ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც არ ყოფილა საქართველოში ისტორიაში

16 აპრილი, 2019 23:35

მოსამართლე ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი საქართველოს ისტორიაში დღეს ყველაზე მაღალია. მურუსიძის თქმით, ამასთან საქართველოს სასამართლო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.

„დღეს სასამართლო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორი დამოუკიდებელიც არ ყოფილა საქართველოში ისტორიაში. ყველა გამოკითხვით, დღევანდელი სასამართლო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანებსა და ცენტრალურ აზიაში. ასევე არის პირველ ადგილზე იმ 30 ქვეყანას შორის, რომელსაც აქვს, დაახლოებით, ჩვენნაირი ეკონომიკა და შესაბამისად, არის მთელი რიგი გამოკითხვები, სადაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჩვენ შევდივართ ოცეულში“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას.

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ 2018 წლის 27 დეკემბერს დაინიშნა. გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა დაურია მხარი.

ლევან მურუსიძის გვარი სანდრო გირგვლიანის საქმეში ფიგურირებს. მას 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელი შეუმცირდათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^