Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფემიციდის საქმეზე საია სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენას მოითხოვს

17 აპრილი, 2019 17:23

საიას ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა საქმის განხილვა თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო სახელმწიფოსათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეზე.

საია მოითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის პასუხისმგებლობის დადგენას იმის გამო, რომ მათ ვერ მოახერხეს ოჯახში სისტემატური ძალადობისა და ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის პრევენცია. ეს საქმე პირველია საქართველოში, რომელიც ეხება სახელმწიფოს ვალდებულებას, თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორ ფემიციდის ფორმის პრევენციის.

თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას 2019 წლის 2 მაისს გამოაცხადებს.

„აღნიშნულ საქმეში თვითმკვლელობის ფაქტამდე ქალს 16-ჯერ ჰქონდა სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართული, ოჯახში ძალადობის გამო. საია შსს-სა და პროკურატურას ამ მიმართვებზე არასათანადო რეაგირების გამო ედავება, რომელსაც ტრაგიკული შედეგი - თვითმკვლელობამდე მიყვანა მოჰყვა.

ეს არის მესამე საქმე, რომელზეც საია სახელმწიფო ორგანოებს ფემიციდის გამო ზიანის ანაზღაურებაზე ედავება. პირველი ორი საქმე ეხებოდა ოჯახში ძალადობის შედეგად განზრახ მკვლელობას, რომლის პრევენცია სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს, "- ამბობენ საიაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^